ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქართული ოცნებას უნდა მთელი საარჩევნო სისტემა სათავისოდ მოირგოს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან განიხილავს.
“ქვეყანაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადავიდეთ სამხარეო პროპორციულ მოწყობაზე, როცა საქმე არჩევნებს ეხება, მაგრამ ერთადერთი ვინც ამ კონსენსუსს არღვევს არის “ქართული ოცნება”, იმიტომ რომ მათ უნდათ მთელი საარჩევნო სისტემა სათავისოდ მოირგონ და ამის წყალობით დარჩნენ ხელისუფლებაში, იმ დროს როდესაც ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ხალხისგან დაკარგული აქვთ. ჩვენ ვენეციის კომისიასთან გვექნება საუბარი იმაზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო ოლქების ჭრა-კერვა და დამახინჯება იმ სისტემის, რაც თუნდაც აქამდე არსებობდა “ნაციონალური მოძრაობა” ინტერპარტიულ ჯგუფთან ერთად ითხოვს, რომ სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევნები 2016 წელსვე ჩატარდეს და ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ამომრჩეველთა კონსტიტუციით განსაზღვრული ნაწილი, კერძოდ, შეგროვებულია 200 000-ზე მეტი ხელმოწერა, რაც ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხისგან უწყება მიიღოს სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევნების 2016 წელსვე ჩატარების აუცილებლობის შესახებ”- არნიშნა მან.
შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებიან.

banner
წინა სტატიაში15-17თებერვალს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს