პარლამენტთან, აქციაზე გამოსვლისა და ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ფოტოებს X-ზე ავრცელებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია:
“გუშინდელ გამოსვლაში ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ისინი მარტო არ არიან, მათ ვხედავთ და მათი ადგილი ევროკავშირშია.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას!
საქართველოს” – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.