ოკუპანტის მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მაგრები ვიქნებით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფი იქნებიან ჩვენი პარტნიორები იარაღის მოწოდებისას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა რაზე არის დამოკიდებული რუსი ოკუპანტების შემდგომი სამხედრო მოქმედება უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეგამერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ოკუპანტის მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მაგრები ვიქნებით. დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფი იქნებიან ჩვენი პარტნიორები იარაღის მოწოდებისას. დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ფედერაციის ლიდერი თუ ხელმძღვანელი რამდენად მზად არის უფრო შორს წავიდეს. დამოკიდებულია ბევრ რამეზე, პირველ რიგში კი ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე, ამიტომ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ყველა მიმართოლებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის იბრძოლოს და ჯერ კიდევ მზად არის პარალელურად დიალოგი აწარმოოს რუსეთთან.

„უკრაინა ყოველთვის აცხადებდა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ეძებს ნებისმიერ გზას ომის დასასრულებლად. პარალელურად, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი, როგორც ამბობენ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში. მიჭირს ამის თქმა და არ მინდა პასუხისმგებლობის აღება პროგნოზებზე. მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს დაცვაზე და ბრძოლაზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავლენთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, საოკუპაციო ჯარების კონცენტრირება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბუჩაში ხალხს თვალებს წვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, ბავშვებს აწამებდნენ – დენისოვა
შემდეგი სტატიარუსეთმა კალინინგრადის ოლქში სამხედრო წვრთნები ჩაატარა