ბუჩაში ხალხს თვალებს წვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, ბავშვებს აწამებდნენ – დენისოვა

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბუცაში ადამიანებს თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, მოხრდილებსა და ბავშვებს კი აწამებდნენ.

“ქალაქ ბუჩაში, იაბლუნსკაიას ქუჩაზე, რაშისტმა ნამდვილი წამების პალატა შექმნეს. გადარჩენილთა თქმით, აქ კადიროველების შტაბი იყო. ისინი ადამიანებს ხვრეტდნენ, თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს ჭრიდნენ, აწამებდნენ არა მხოლოდ მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც.

ქალაქის მთავრობის ცნობით, ამჟამად ბუჩაში 360 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის, მინიმუმ, 10 ბავშვია”. – ამბობს დენისოვა.

დენისოვას ინფორმაციით, რუსებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში სიკვდილით დასჯილი 132 ადამიანი იპოვეს – ადგილზე დახვდათ როგორც მასობრივი საფლავი, ასევე დაღუპულთა დაუმარხავი ცხედრები.

დენისოვას ცნობით, გოსტომელიდან გასასვლელში, ირპენის მიმართულებით, ადგილობრივებმა მანქანა იპოვეს, ოჯახის ყველა წევრი მანქანაში დახვრეტილი იყო.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიმესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას – გიგი უგულავა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლაზე
შემდეგი სტატიაოკუპანტის მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მაგრები ვიქნებით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფი იქნებიან ჩვენი პარტნიორები იარაღის მოწოდებისას – ზელენსკი