ქარელის რაიონის მაცხოვრები, 55 წლის მამაკაცი, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, ქარელის რაიონის სოფელ ბრეძას მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი ზნაურის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სასაზღვრო სამსახურმა დაკავებული მამაკაცის საქმის მასალები სასამართლოს გადასცა.