სასტუმრო რედისონთან დავით ნარმანიას წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” თბილისის მერი ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის წარდგენა მერს საპროტესტო აქციის ფონზე უწევს.

აქციას „სამართლის თაობა“ და „აპრიორი“ მართავენ. მათი თქმით, დავით ნარმანია უუნარო მერია და მისი ერთი წლის მუშაობა სწორედ ასე უნდა შეფასდეს. აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები – “წლის კორუფცია, “ნეპოტიზმი, უუნარობა, მავნებლობა, ტოლია ნარმანიასი”, “ნარმანია წლის უუნარო მერი” და ა.შ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ ბრეძას მკვიდრი 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს