ოკუპანტებმა ყირიმიდან ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ოკუპანტებმა ოდესის ოლქის მიმართულებით Бастион-ის სარაკეტო სისტემიდან Оникс-ის ტიპის რაკეტები ისროლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოდესის ოლქში ყირიმიდან Оникс-ის ტიპის ოთხი რაკეტა ისროლეს “, – აცხადებენ ოდესის მთავრობაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას და მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას.

„ოლქში სარაკეტო თავდასხმების გაგრძელების ძალიან დიდი ალბათობა არსებობს. ნუ უგულებელყოფთ საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს. იყავით ფხიზლად და ფრთხილად”, – აცხადებენ ოდესის საკრებულოში.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი – ვართ ერთადერთი იმპერია, რომელიც არ გეუბნებათ, „შეწყვიტე იყო ქართველი,რომ გახდე სრულფასოვანი რუსი”
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო