კანდელაკი – ვართ ერთადერთი იმპერია, რომელიც არ გეუბნებათ, „შეწყვიტე იყო ქართველი,რომ გახდე სრულფასოვანი რუსი”

ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს – ამტკიცებს პუტინის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.

9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში საკუთარ Telegram-ის არხში კანდელაკი წერს:

“ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს.

ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნებათ, „შეწყვიტე იყო ქართველი, სომეხი, ებრაელი, ქურთი, ტაჯიკი, რაც არ უნდა იყოს, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი“.

რუსეთი ამბობს: “იყავი შენი თავი, დაიმახსოვრე შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად მხოლოდ უფრო ძლიერი ხარ”.

ასე რომ, თანამედროვე სამყაროში თქვენი კულტურის შენარჩუნების შანსები მრავალჯერ მეტი ხდება!

გილოცავთ გამარჯვების დღეს!”,- ამბობს კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ვეტერანების გმირობამ შესაძლებელი გახადა ფაშიზმის დამარცხება და კაცობრიობისთვის განვითარებული მომავლის უზრუნველყოფა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ყირიმიდან ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს