დასავლეთის განცხადებები რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაუშვებლობის შესახებ შიზოფრენიის გამოვლინებაა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დაუშვებელია.

„დასავლეთის განცხადებები რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაუშვებლობის შესახებ შიზოფრენიის გამოვლინებაა“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა დასძინა, რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი კიევს, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

„რაც უფრო მეტად დატუმბავს დასავლეთი კიევს იარაღით, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი“, – აღნიშნა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიგვაქვს პოტენციალი, 2022 წელი დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულოთ – კოვზანაძე
შემდეგი სტატიაოკუპანტების ტყვეობიდან 16 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა