ოკუპანტები ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზა გაჰყავთ

მცოცავი ოკუპაცია შიდა ქართლში გრძელდება. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ცოტა ხნის წინ განახლდა ადგილობრივი მოსახლოების ბაღებზე გზის გაყვანის სამუშაოები. ამ წუთებში აქ გრეიდერი მუშაობს.

პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება.

გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლოებამ ბაღების დაბრუნების იმედიც დაკარგა.

ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

 

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო
შემდეგი სტატიაობამა პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს