ოხანაშვილის მიმართვა ოპოზიციას: თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში?

პოპულისტურია განცხადება, თითქოს იმუნიტეტი არავის სჭირდება, თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია იმუნიტეტი, ეს მაინც წაიკითხეთ უპრაგონოდ რომ ისვრით სიტყვებს. იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები სხვა შტოსგან, რომ შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა. ამ ტყუილით ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ. ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით, – ამბობს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“მოიმარჯვეთ ღირსება რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ”
შემდეგი სტატიაკახაძე: აკრძალვით გამოწვეული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე