“მოიმარჯვეთ ღირსება რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ”

ჩვენ მათ ვერ ავყვებით პერსონალურ შეურაცხყოფებში და ტალახის სროლაში, მაშინ ნამდვილად წაიშლება ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ერთი რაც შემიძლია ვურჩიო, გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ დროში” – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ წევრებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

მისივე თქმით,  “ქართული ოცნების” ზოგიერთი დეპუტატი, დებატების დროს პირად შეურაცყოფაზე გადადის.

“ქართული ოცნების” ზოგიერთი დეპუტატი პოლიტიკურ ეშხში შევიდა და პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, როცა არგუმენტირებული პასუხი არ გააჩნიათ იმ დასაბუთებულ კორუფციულ ფაქტებზე და სხვა სამართლიან მხილებებზე, რასაც “სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველდღიურად აჟღერებს სხვადასხვა ტრიბუნიდან. ამ მხრივ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაგალითია ირაკლი ზარქუა, რომელსაც არანაირი პასუხი არ ჰქონდა და დღესაც არ აქვს იმაზე, თუ რატომ იხდიან ჩვენი პენსიონერები სესხში 36%-ს და რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” მათი ექსკლუზიური ძარცვის უფლება, უფრო მეტიც, როგორ მოხდა, რომ გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სწორედ ირაკლი ზარქუამ და “ქართული ოცნების” სხვა წვერებმა გაახანგრძლივეს ლიბერთის ეს მონოპოლია, როცა მხარი არ დაუჭირეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივას პენსიონერების ძარცვის დასრულებაზე.

ჩვენ მათ ვერ ავყვებით პერსონალურ შეურაცხყოფებში და ტალახის სროლაში, მაშინ ნამდვილად წაიშლება ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ერთი რაც შემიძლია ვურჩიო, გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ დროში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ძლიერი სეტყვა იყო
შემდეგი სტატიაოხანაშვილის მიმართვა ოპოზიციას: თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში?