ოხანაშვილი – ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არასწორი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, პარლამენტში მობრძანდნენ

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასწორი ცვლილებები მზადდება, მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, რომ პარლამენტში მობრძანდნენ, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ. თუ დღეს, საქართველოში ვინმე ქვეყნის მტრის ინტერესებს ატარებს, ეს ის პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც თავს ესხმიან იმ ელჩებს, რომელთა ქვეყნებიც წლებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან და დეოკუპაციას მხარს უჭერენ. თუ ვინმე რუსულ ინტერესს ატარებს, სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან. მესმის, რომ ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან უპრეცენდენტო რამ ხდება, რაც ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა. პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ ამბიცია პროდასავლურობაზე, ჩვენს პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ახარებენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს.

მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან, საზოგადოების წინაშე გამოჩენა და არგუმენტებით საუბარი უჭირთ. თუ რაიმე კითხვები აქვთ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არსებობს ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნა, მოვიდნენ, დასვან შეკითხვები. რატომ აკრიტიკებენ ამ პროექტს გარედან და ვერ შემოდიან პარლამენტში? იმიტომ, რომ საზოგადოება იმ დებატებისას დაინახავს, რამდენად არ აქვთ არგუმენტები. ისინი გაურბიან არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ – საზოგადოებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა “ვივა მედის” დაცვის წევრი დაჭრეს
შემდეგი სტატიაე.წ. აფრიკის დასახლებაში პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ათი ათასლარიანი გირაო შეეფარდა