ოკეანეში ერთთვიანი ცურვის შემდეგ პაპუა-ახალი გვინეის 15 მკვიდრი გადარჩა

სომალის კუნძულების მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, წყნარ ოკეანეში ერთთვიანი ცურვის შემდეგ 15 ადამიანი გადაარჩინეს.
პაპუა-ახალი გვინეის წარმომადგენლის თქმით, 4 აპრილს ადამიანების ჯგუფი მოტორიანი ნავით ახალი ირლანდიის პროვინციიდან კუნძულ ლიხირზე გაემგზავნა. გზაში ძრავი ჩაქრა და მგზავრებს ღია ოკეანეში ერთმა თვემ მოუწია ყოფნა.
უწყლობისგან ერთი ქალი გარდაიცვალა. სხვა მგზავრები, მათ შორის 4 და 10 წლის ბავშვები გადარჩნენ – ისინი ბეტალის თხილის კანს ღეჭავდნენ.
ნავი თვითმფრინავმა შეამჩნია. მგზავრებიდან ორი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბეტელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც აზიის ქვეყნებში გავრცელებულია, როგორც სუნელი და როგორც სამედიცინო მცენარე. მისი ფოთლები მატონიზირებელ საშუალებად გამოიყენება.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის კანცლერი შესაძლებელია რკინიგზის ხელმძღვანელი გახდეს
შემდეგი სტატიაჩინეთში ჭორებზე და მოარულ ხმებზე ჩივილის სერვისი გაიხსნა