ჩინეთში ჭორებზე და მოარულ ხმებზე ჩივილის სერვისი გაიხსნა

ჩინეთის მთავრობამ ინტერნეტ-პლატფორმა ჩაუშვა, რომლის დახმარებითაც ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მთავრობას სხვადასხვა მოარულ ხმებსა და ჭორებზე მიაწოდონ ინფორმაცია.

საჩივარი არ არის შეზღუდული – ჩინელებს შეუძლიათ ნებისმიერ ფორუმს და სოციალურ ქსელს უჩივლონ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, საჩივრების სერვისი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა.

აპრილში ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ინტერნეტის მართვის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, რაც მთავრობას მომხმარებლების ხარისხიანი მართვის შესაძლებლობას მისცემს.

banner
წინა სტატიაშიოკეანეში ერთთვიანი ცურვის შემდეგ პაპუა-ახალი გვინეის 15 მკვიდრი გადარჩა
შემდეგი სტატიასტამბოლის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა