„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 13:21

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით, თბილისში, ფილარმონიის ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. ადგილზე გვარების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.

მსვლელობა ვარდების მოედნის მიმართულებით დაიძრა, საიდანაც აწყურის ღვთისმშობლის ხატით გაგრძელდება.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქაშუეთის ტაძართან შეჩერდებიან, სადაც სასულიერო პირები დალოცავენ, შეუერთდებათ მრევლის ნაწილი და მსვლელობა ერთობლივად სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება.

სამებაში მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება, სადაც სამადლობელ პარაკლისს გადაიხდიან.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 13:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics