გაუქმებული აქცია – ლგბტ საზოგადეობას არ აქვს განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული

ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გასამართი აქციის გაუქმებას საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი მოქალაქეებისათვის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ძალადობისკენ მომწოდებელი პირები დაეკავებინა ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი კონსტიტუციური აქციის მონაწილეები. ამ პირობებში გასაგებია ლგბტ საზოგადეობის წუხილი, რომ მათ არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მივესალმები ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომ ისინი არ იყენებენ შეკრების ფორმას სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის,“-ქუცნაშვილი
შემდეგი სტატია„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს