ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. საზოგადოების ნაწილმა, მრევლმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, ხალხს და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღოდათ, რომელსაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში ის გზა გაატარეს, რომელიც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიამივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა