მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 19:26

მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა

მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა პარაკლისის აღვლენამდე იქადაგა და მრევლს მიმართა.

“უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 19:26

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics