ოჯახის ადვოკატი ამბობს,რომ დაკითხვაზე მოზარდები დააპირისპირეს

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, რომელიც მოწმეთა გამოკითხვის პროცესში თავადაც იღებდა მონაწილეობას, “ტელეკომპანია პირველთან” ამბობს, რომ დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ 10 დეკემბერს როცა მოზარდი დაკითხვაზე იმყოფებოდა განყოფილებაში, მის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარა განხორციელდა.

“მას აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოს და მან მოხატა მწვანე სკოლის კედლები და შიდა ტერიტორია” – ამბობს ადვოკატი.

რევაზ აჭარაძე ასევე ადასტურებს, რომ უფროსის მოადგილემ რამდენიმე წუთით ცალკე გაიყვანა მოზარდი, რის შემდგომაც ძალიან ანერვიულებული და ატირებული დაბრუნდა, მოითხოვა სასწრაფო სამედინიცო დახმარება, თუმცა ეს არ აღმოუჩინეს.

ადვოლატის მტკიცებით მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო “ძველი სტილის დაკითხვა,” სადაც დაპირიპისრებაც კი მოხდა სხვა მოწმესთან. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი.

“ეს იყო ჩვეულებრივი, კლასიკური დაპირისპირება. არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა” – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის უფლებათა დამცველი.

ადვოკატი ამბობს, რომ ლუკას დედის მიერ მიცემული ჩვენება ასევე დაადასტურა სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა და, შესაბამისად, 16 დეკემბრის ღამის საათებში ეს ორი მტკიცებულება იყო სახელმწიფო ინსპექტორის ხელში, რომლითაც დგინდებოდა, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა ეს ქმედება. იგი მეორე დღეს დაიბარეს გამოკითხვაზე.

ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვლილის დედის განმარტებით მთელი პროცესის განმავლობაში მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უფროსის მოადგილემ ცალკე გაიყვანა და რამდენიმე წუთში ატირეული დაბრუნდა, დედამისს უთხრა: მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამიდენია, ჩემს ძმას რომ არ შეექმნას პრობლემები, ამის გამო ვაღიარებო.

“როგორც შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს დედის ინიციატივით მოხდა კომუნიკაცია და განყოფილებაში მისვლა, არასწორია. წინა დღეს თავადვე უთხრეს, რომ მეორე დღესაც, 11 დეკემბერს, 11 საათზე უნდა მისულიყო და გაგრძელდებოდა გამოკითხვა”-აზუსტებს რევაზ აჭარაძე. ეს დეტალი კი საქმეში არ არის: “არ ვიცი, რატომ არ მოხდა ამ ჩვენების დაბეჭდვა”- ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაში“სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან”
შემდეგი სტატიაიმერეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ