იმერეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20-21 დეკემბერს ქალაქ ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გამოკვლევებს, ასევე საჭირო სამედიცინო-სამკურნალო პროცედურებს უსასყიდლოდ ჩაუტარებენ. სპეციალისტებს შორის თბილისის წამყვანი კლინიკის ექიმები იქნებიან.

დევნილებს სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდებათ.

პროგრამის მიმდინარეობას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.
მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს 20 დეკემბერს ქ. ბაღდათში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში და 21 დეკემბერს ქ. ხონის სამხედრო დასახლებაში 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჩაუტარებს.

banner
წინა სტატიაშიოჯახის ადვოკატი ამბობს,რომ დაკითხვაზე მოზარდები დააპირისპირეს
შემდეგი სტატიამდუმარე აქცია თელავში-“უნდა წავიდეს მოძალადე მთავრობა”