ოჯახი ოთხი დღეა 20 წლის ახალგაზრდას ეძებს

ოთხი დღეა ოჯახი 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებენ – ინფორმაციას “დედების ფონდი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ძიების პროცესში პოლიციაც არის ჩართული.

“ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე.

კამერებმა დააფიქსირა რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!

მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით.

ესეც დააფიქსირა კამერებმა!

არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა.

4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ შეგვეხმიანეთ გთხოვთ

საკონტაქტო ნომრები
555407303 ეკა
579230860 ნუგო “, ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა