გაბუნია – ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიურად ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„კარგია დღიურად 26 000 ვაქცინირებული, თუმცა ორჯერ მეტიც რომ იყოს, ეს იქნება ჩვენთვის ის სასურველი სცენარი, რაც გვინდა, რომ მივიღოთ. ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა არის პირდაპირ სასიცოცხლო მნიშვნელობის. ბევრ სოფელში მუშაობს ოჯახის ექიმი და ექთანი. ასევე ჩვენ მიმდინარე პერიოდში გვეხმარებიან მუნიციპალური საავადმყოფოები, სადაც სოფლის მოსახლეობას შეუძლია, აიცრას და ადგილობრივი თვითმმართველობა ხშირ შემთხვევაში, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. ჩვენ ვმუშაობთ და ვთხოვეთ მათ ამ რესურსის მობილიზება. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, მათაც გამოყვეს რესურსი, რომ გასვლითი ვიზიტები შედგეს დიდ სოფლებში, რომ სოფლის მოსახლეობა აიცრას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიოჯახი ოთხი დღეა 20 წლის ახალგაზრდას ეძებს
შემდეგი სტატიაკუჭავა – გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ