ოჯახი გარდაცვლილ ექთანზე – რა დამალევინეს ესეთი წამალიო, ზუსტად ეს სიტყვები მე მითხრა

ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახში ყველა პასუხისმგებელ პირის დასჯას ითხოვს. ისინი ალტერნატიული ექპსერტიზის ჩატარებას გეგმავენ, რადგან ფიქრობენ, რომ მდგომარეობის გაუარესება დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია. მათთვის კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ რეანიმატოლოგი მომხდარის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.

კლინია “იმედი” ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პაციენს შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

“რა დამალევინეს ესეთი წამალიო, ზუსტად ეს სიტყვები მე მითხრა, მამაო, რომ მთელი დღეა თავი მტკივაო. ეს ორი ტაბლეტი რა დამალევინეს არ ვიციო. მდგომარეობა რომ დამძიმდა, ეს არის ჩემთვის ყველაზე გულსაკლავი, რომ მე რატომ უნდა გამეგო ტელევიზიით, ინტერნეტით, მე გავიგე ეს სადღაც 5 საათზე, არავინ არ დამიკავშირდა. ჩვენ გვინდა მხოლოდ სიმართლე ვიცოდეთ ოჯახმა, სოფელმა და მემგონი ეს სიმართლე უნდა მთელ საქართველოს კი არა მთელ მსოფლიოს, რა მოხდა”, – თქვა გარდაცვლილი მამამ, ვეფცია ბაქრაძემ.

კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ბოლო ტესტირება ექთანმა 12 მარტს გაიკეთა და პასუხი უარყოფითი იყო.

ოჯახი ადვოკატთან ერთად ახლა ექსპერტიზის დასკნვას ელოდება, ისინი, ასევე, მიმართავენ საავადმყოფოს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღონ, რათა დადგინდეს ის პრეპარატი, რაც გარდაცვალებამდე მეგი ბაქრაძემ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიTIDA-ს ფარგლებში, ონლაინ სესია – „გრაფების ანალიზი“ ჩატარდება
შემდეგი სტატიახვიჩია – დავაში „ქართული ოცნება“ მართალი თუ აღმოჩნდა, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე?