ოდესის პოლიციამ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები დააკავა

ოდესაში პოლიციამ დააკავა პირები, რომლებიც დღეს თავს დაესხნენ ადგილობრივი „7 არხის“ ჟურნალისტებს. წინასწარი მონაცემებით, ინცინდენტი დაკავშირებულია რეპორტიორთა პროფესიულ საქმიანობაზე. კერძოდ, საუბარია ტელეკომპანიის შენობასთან ახლოს მომხდარ საგზაო შემთხვევაზე, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. 

შეგახსენებთ, რომ ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტრავმატული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია “მეშვიდე არხის” ერთი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი ქალაქში Honda-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. უცნობმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ოდესაში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს კომიტეტი თურქი მესხების დაბრუნების საკითხით დაინტერესდა
შემდეგი სტატია(video) თამაზ მეჭიაური:ჩემი ადგილი იქ არ არის სადაც ისაა, მაგრამ თუ ის წავა პოლიტიკიდან შეიძლება მეც ვიფიქრო