გაეროს კომიტეტი თურქი მესხების დაბრუნების საკითხით დაინტერესდა

გაეროს კომიტეტი თურქი მესხების დაბრუნების საკითხით დაინტერესდა

8ჟენევაში, გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს საქართველოს დელეგაციამ ანგარიში წარუდგინა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, მათი კულტურისა და თვითმყოფათობის შენარჩუნებას. განსაკუთრებული ყურადღება თოთლაძემ გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ „ეს ტერიტორიები კვალავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, რის შედეგად იქ მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით გაუარესდა. ამ ტერიტორიებზე ქართველები რიცხობრივადაც შემცირდნენ.
გაეროს კომიტეტის წევრები მიესალმენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ამავე დროს, ისინი დაინტერესდნენ იმით, თუ რა კეთდება თურქი-მესხების და ბოშების მდგომარეობით, განსაკუთრებით დაინტერესდნენ თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თურქ-მესხთა დაბრუნება ჭიანურდება. მათი აზრით, უნდა დაჩქარდეს განცხადებების მიღების პროცესი. კომიტეტის წევრები საკუთარ რეკომენდაციებს და დასკვნებს სესიის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ.

banner
წინა სტატიაშიოპოზცია ბელორუსში “ღამის მგლების” აკრძალვას ითხოვს
შემდეგი სტატიაოდესის პოლიციამ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები დააკავა