ოდესიდან თბილისში კიდევ ერთი კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა

დღეს გამთენიისას უკრაინიდან საქართველოში კიდევ ერთი კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე სოციალური ქსელით ავრცელებს.
დეკანოიძის თქმით, წარსულში ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტის თეიმურაზ ჩხეტიანის საქართველოში დეპორტაციის შესახებ, ქართული მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო.

საქართველოს შსს-ს ამ დრომდე კანონიერი ქურდის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

წყარო: rustavi2.com

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატად რამინ ბაირამოვი წარადგინეს
შემდეგი სტატიათურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს