თურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს.

სახელისუფლებო მედიის ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ხალის ხანჯი ქალაქ ერზურუმში დააკავეს და ანკარაში გადაიყვანეს. ძალოვანების ცნობით, ის გიულენის მარჯვენა ხელია და თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს ასახელებს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ორი ათასამდე ორგანიზაცია დაიხურა, რომელიც გიულენის სახელთან ასოცირდება, მათ შორისაა სკოლები და მედიასაშუალებები. სამხედრო ამბოხის შემდეგ, ხელისუფლებამ პრეზიდენტის გვარდიაც დაითხოვა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ამ სტრუქტურამ ნდობა დაკარგა, რადგან მისი სამასამდე მოსამსახურე სამხედრო ამბოხის მონაწილე იყო.

ბინალი ილდირიმის განცხადებით გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში საერთო ჯამში 13 ათასი ადამიანია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიოდესიდან თბილისში კიდევ ერთი კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა
შემდეგი სტატია65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა