ოდესაში საქართველოს კონსული უკრაინის პირველ პრეზიდენტს შეხვდა

ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი უკრაინის პირველ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს შეხვდა, რომელიც ქალაქ ოდესაში კომპანია “SHABO”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვაჟა იუკურიძის მოწვევით იმყოფებოდა.

ვაჟა იუკურიძესთან და თორნიკე ბერეკაშვილთან გამართულ მეგობრულ შეხვედრას ასევე კომპანია “Вінтрест”-ის დამფუძნებელი რომან გოჩიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ლეონიდ კრავჩუკმა საქართველოსთან დაკავშირებული თბილი მოგონებები გაიხსენა და უკრაინულ – ქართული თანამშრომლობის საინტერესო ფაქტები გააცნო, ასევე შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცა წიგნი “На перехрестях української історії”.

საქართველოს კონსულმა უკრაინის პირველ პრეზიდენტს მეგობრული შეხვედრისა და გულწრფელი საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-უკრაინის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ოჯახი „მთავარი არხის“ მეწილე გახდა
შემდეგი სტატიაგურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა