მიხეილ სააკაშვილის ოჯახი „მთავარი არხის“ მეწილე გახდა

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ კახა ანჯაფარიძისგან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2%-ანი წილი იყიდა. შეთანხმების მიხედვით, სასწავლებელი ტელეკომპანიის კაპიტალში 200 ათას დოლარს შეიტანს. შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრშია ასახული.

ტელეკომპანიის წილის სანაცვლოდ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაიხადა.

შესაბამისად, „მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს (51%) კვლავ ნიკა გვარამია ფლობს, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება: კახა ანჯაფარიძე – 42%, მარი ანა რურუა – 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, „საქართველოს უნივერსიტეტი“ – 2%.

რაც შეეხება „საქართველოს უნივერსიტეტს“, მისი მფლობელები მანანა სანაძე (50%), გიული ალასანია (37.5%) და ნიკოლოზ ალასანია (12.5%) არიან.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე – სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, თუ ვინმემ ვერ გაიგო, შეუძლია, გადაახვიოს
შემდეგი სტატიაოდესაში საქართველოს კონსული უკრაინის პირველ პრეზიდენტს შეხვდა