„ოცნების“ „ზონდერების“ მორიგი მსვერპლი – ენმ-ს წევრს ლევან ქანაშვილს სასიკვდილოდ სცემეს!

წინასაახაწლოდ, გორის დევნილების დასახლებაში ჩვენმა ინტერნეტგამოცემამ ადგილობრივი მოსახლეობის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, ანუ ხალხს ვკითხეთ, თუ ვის მიულოცავდა ახალ 2019 წელს. ჩვენი რესპონდენტების თითქმის 90-მა პროცენტმა გვიპასუხა, ახალ წელს ყველაზე დიდი სიამოვნებით და სიხარულით ლევან ქანაშვილს მივულოცავო. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ბატონ ლევანს ვსტუმრებოდით. ისე, არც გაგვკვირვებია, მოსახლეობამ არჩევნი ლევან ქანაშვილზე რომ გააკეთა – ის ხომ ცნობილი სტომატოლოგია. ამასთან, 2008 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა – 10 წლის განმავლობაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხოლო 2 წელი-კოლეჯ „პანაცეა“ ში ლექციებს კითხულობდა.  გარდა ამისა, ბატონი ლევანი 2011 წლიდან, საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის ექსპერტიც იყო. 2011-დან 2016 წლამდე კი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახალისებასა და შემუშავებაშიც  მონაწილეობდა.

 

სხვათა შორის, იმ ადგილზე  სადაც ლევან ქანაშვილი ცხოვრობს, 2008 წლის ომის შემდეგ ჩაასახლეს ძალიან ბევრი დევნილები.  ეს ფაქტი კიდსევ უფრო მეტად უწყობდა ლევანს ხელს , რომ ყოფილიყო დევნილ მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირში.

სანამ ლევანს სახლში ვესტუმრებოდით, მანამდე  დავინტერესდით, თუ რითი დაიმსახურა ხალხის ასეთი სიყვარული და პატივისცემა. როგორც მოსახლეობამ გვითხრა, ლევან ქანაშვილი უზომოდ გულისხმიერია. გარდა იმისა, რომ პირველად სამედიცინო დახმარებაზე უარს არასოდეს არავის ეუნება, რაც მისი პროფესიული მოვალეობაა. შესაძლებლობების ფარგლებში უარს არც მატერიალურ დახმარებაზე ამბობსო, – ამბობენ ადგილობრივები.

 

–  ბატონო ლევან, მოდით, თქვენზე მიამბეთ. უფრო სწორად, კონკრეტულად მითხარით, ლექციებს რატომ აღარ კითხულობთ?

– უნივერსიტეტის რექტორმა დამითხოვა.

– რას ჰქვია, დაგითხოვათ?

– ხელშეკრულება აღარ გამიფორა.

– რატომ?

– ამის მიზეზი ღიად არავის უთქვამს, მაგრამ 2018 წლის ივნისის აქციებში ვმონაწილეობდი  და, ალბათ, ეს შეამჩნიეს.

– საპროტესტო აქციაში მონაწილეობის უფლებას საქართველოს კონსტიტუცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს და რა, ეს კონსტიტუცია ლექტორებზე არ ვრცელდება?

– დიახ, კონსტიტუცია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არავის უკრძალავს, მაგრამ სამაგიეროდ, თსუ-ს რექტორი გვიკრძალავდა, ანუ გიორგი შარვაშიძე „ოცნების“ წარმომადგენელია – ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე განათლების მინისტრის მოადგილე  იყო… ერთი სიტყვით, ჩემი პოლიტიკური სიმპათიის გამო უნივერისტეტის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოვჩნდი.

– ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ხართ?

– დიახ.

საერთოდ, ჩვენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის აქტიურად ვეხმაურებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუბიექტურები ვართ. ამიტომ მე, როგორც ლექტორს და უნივერსიტეტის თანამშრომელს, რექტორი სიტვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა მიზღუდავდეს.

ისე, დასანანია, რომ გიორგი შარვაშიძემ ჩემი დასჯა პოლიტიკური მოსაზრებების საფუძველზე მოინდომა და იმ საქმიანობას ჩამომაშორა, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. თსუ-ში ლექციებს 10 წელი ვკითხულობდი  და ეს ცოტა დრო არაა.

– ისე, ბატონო ლევან, დათრგუნული ჩანხართ…

– დიახ, ასეა – დამფრთხალი და შეშინებული ვარ. არც იმას დაგიმალავთ, რომ ძალიან მძიმე სტრესული ფონი მაქვს.

ხანდახან ისიც მგონია, რომ ცოცხალს არ დამტოვებენ, მაგრამ ჩემი ქვეყნის პარტრიოტი ვარ და, როგორც იტყვიან, აქ ვდაგვარ და სხვაგვარდ არ ძალმის!

იცით, რა მიხარია?

– რა?

– ჩემი ცხოვრება რომც დასრულდეს, ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა მყავს აღზრდილი და ჩემს იდეებს ისინი გააგრძელებენ!

– რატომ გგონიათ, რომ ცოცხალს არ დაგტოვებენ?

– ჩემზე მოხდა უკვე თავდასხმები.  სასიკვდილოდ მცემეს.

– ვინ?

– „ოცნების“ ხელისუფლების მომხრეებმა და წარმომადგენლებმა.

– ანუ, პოლიტიკური ნიშნით გაგისწორდნენ?

– დიახ.

– მერე, პოლიციას არ მიმართეთ?

– მივმართე, მაგრამ…

– სამართალმდაცავები არ დაგეხმარნენ?

– 2018  წლის ბოლოს, პოლიციაში დავრეკე და დავინტერესდი, ჩემს საქმეზე რა ხდება-მეთქი, თან ისიც ვუთხარი, რომ ტელეფონზე მემუქრებიან, მაგრამ გაოცებული და გულდაწყვეტილი დავრჩი.

– რატომ?

– პოლიციაში მითხრეს, რას გვთხოვ, ის გამოვიძიოთ, ვინ გირეკავს და გემუქრება? მეტი საქმე არ გვაქვს, ან ნომერი შეცვალეო, ან შენ თვითონ რამე მოიფიქრე და თავს დაგანებებნო.

აი, ასე მიპასუხეს პოლიციაში, რომელიც წესით, ადამიანის უფლებებს და სიცოცხლეს უნდა იცავდეს, მაგრამ ჩვენი პოლიცია მხოლოდ „ოცნების“ დამცველია!

– ის, რასაც ახლა ამბობთ, ძალიან მძიმე მოსასმენია… ისე, ბატონო ლევან, მხოლოდ ლექტორი კი არ იყავით, ექიმიც ხართ – სტომატოლოგი. ორივე საქმიანობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ერთმანეთს როგორ უთავსებდით?

– ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ილიას თქმისა არ იყოს, „მარტო მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და ენერგიის მიმცემი“ო და მეც სულ მოძრაობაში ვარ.  ერთ წუთიც კი არ ყოფილა, რომ  ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალზე არ მეფიქრა და მეზრუნა!

სწორედ ჩემი სამშობლოს დღევანდელმა სავალალო მდგომარეობამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდეც, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გავმხდარიყავი და ქვეყნის მტრისთვის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ჩემი წილი ბრძოლა გამომეცხადებინა!

ვგმობ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ! აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა სახელმწიფოს ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას  არსებითად აზიანებს!

ასევე, იმ ანტისახალხო პოლიტიკასაც ვგმობ, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს ქვეყანაში. ვმოქმედებ და პოლიტიკურ ბრძოლაში ვარ ჩართული   ჩემი პარტიის – ენმ-ს სახელით!  სწორედ ამიტომ უკვე ორჯე დავისაჯე – „ქართული ოცნების“ ხალხი თავს დამესხა და ფიზიკურად გამისწორდა. ხოლო ბოლო თავდასხმის დროს, წელს, ნოემბერში, მათ ცემა არ მაკმარეს და ცეცხლსასროლი იარაღითაც კი დამჭრეს. სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი. ახლაც წოლით რეჟიმი მაქვს და შინიდან არ გავდივარ. როგორც ზევით მოგახსენეთ , პოლიციამ სრული იგნორი გაუწია ჩემზე განხორციელებულ თავდასხმებს. არ იძიებენ იმიტომ რომ არ უნდათ. მათი დაცვის იმედი აღარ მაქვს.

 

პ.ს. ძალიან ცუდი მოსასმენია, როცა ისეთი პროფესიონალი და ხალხისთვის პატივსაცემი ადამიანი, როგორიც ბატონი ლევან ქანაშვილია, პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისე არ ფიქრობს, როგორც „ოცნების“ ხელისუფლება! ალბათ, დროა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დახარისხება და საზოგადოების „ჩვენიანად“ და „სხვისიანად“ დაყოფა დამთავრდეს!

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე-კვლავ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიის და კანონიკური საფუძვლების შესახებ
შემდეგი სტატიააშშ-ს საზღვრიდან მიგრანტებს ცრემლსადენი გაზით იგერიებენ (ფოტო)