აშშ-ს საზღვრიდან მიგრანტებს ცრემლსადენი გაზით იგერიებენ (ფოტო)

ამერიკელმა მესაზღვრეებმა დაახლოებით 150 მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში შესვლას აპირებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მესაზღვრეები ირწმუნებიან, რომ გაზის გამოყენება მას შემდეგ მოხდა, რაც მიგრანტებმა მათ ქვები დაუშინეს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტები არ ეთანხმებიან. ინციდენტი ქალაქ ტიხუანასთან მოხდა. ამ ადგილას საზღვარზე კედელია აღმართული. აშშ-ს წარმომადგენელმა მიგრანტებს “გაბრაზებული ხალხი” უწოდა. მოვლენები ვითარდება ამერიკის კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რომელიც მექსიკის საზღვართან კედლის შენებას ეხება. დონალდ ტრამპის ჩანაფიქრია მექსიკასთან საზღვრის დაკეტვა, რასაც დემოკრატები არ ეთანხმებიან – “ბიბისი” წერს.

 

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ „ზონდერების“ მორიგი მსვერპლი – ენმ-ს წევრს ლევან ქანაშვილს სასიკვდილოდ სცემეს!
შემდეგი სტატიაჯაშუშური სკანდალი: აშშ რუსეთისგან ყოფილი სამხედრო პირის დაკავების გარემოებების ახსნას სთხოვს