“ოცნების” წევრი “ენმ”-ს დეპუტატს თანაგუნდელის ცემას სთავაზობს

ინციდენტი ოზურგეთში – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „ენმ“-ის წევრს „ოცნების“ დეპუტატებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობს. კადრებს “კურიერი” ავრცელებს.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ შეთავაზება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის მიმართ გაკეთდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა მათ საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, “ქართული ოცნების” წევრებთან ფიზიკური ანგარიშსწორება შესთავაზეს.
ოზურგეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სურს, ენმ წარმოაჩინოს, როგორც დესტრუქციული ძალა.
„ეს იყო პროვოკაცია დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან „ენმ“ წარმოჩინდებოდა, როგორც დესტრუქციული ძალა, ენმ წარმოჩინდებოდა ძალად, რომელიც არა კანონით ეძებს სამართალს, არამედ ქუჩაში გადააქვს გარჩევები, ქუჩაში ესხმის ადამიანებს თავს და მას შემდეგ, რაც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა რაღაც აბსურდული განცხადებები აღმოჩნდებოდა, რომ ენმ არის ის, ვისაც უნდა დესტაბილიზაცია, არამედ ამ ყველაფრის უკან იდგნენ ეს ადამიანები,“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.
ამ წუთებში ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიასამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება – მამუკა ბახტაძის ბრიფინგი