ოზურგეთში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 18, 2018 13:24

ოზურგეთში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ოზურგეთში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.
ოზურგეთის მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მივიდა, რომელმაც აქტივისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მოთხოვნებს არ იზიარებს. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. მან გააპროტესტა ენმ-ის მოთხოვნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის ცემაში მონაწილე პირები დაისაჯონ.
სამართალდამცავებმა “ქართული ოცნების” აქტივისტი ამ განცხადებების შემდეგ დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის დროს ასევე, დააკავეს “ენმ”-ის წევრი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მისი მხარდამჭერები მერიასთან დილიდან არიან შეკრებილნი.
ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო აქციის მონაწილეები, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 18, 2018 13:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics