„ოცნების“ წარმომადგენლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება – ამ განცხადებას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

„უკვე დადასტურებულად ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლის და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე იმისთვის, რომ მობილიზება მოახდინონ,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის თავიდან ასარიდებლად გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას კონტრმექანიზმებს დაუპირისპირებს.

„ეს მათ არ უშველით, სრულად კონტრმექანიზმებზე ვმსჯელობთ და ამას ყოველთვის ვუპირისპირებთ ახლებურ მიდგომებს იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში “ოცნებამ” ძალოვნების სრული მობილიზაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი – „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტვერსასრუტივით შეისრუტა
შემდეგი სტატიამოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის ალტერნატიულ ექსპერტიზას არ ენდობა