,,ოცნების,, საარჩევნო კონცერტზე დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა

14518797_649153711911486_2050871083_n15 წლის ბავშვი ოთო ბეგალიშვილი, რომელიც ქვემო ფონიჭალაში ”ქართული ოცნების” კონცერტზე 29 სექტემბერს საღამოს დაჭრეს… გარდაიცვალა!!!
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის მიზეზი იყო ბავშვის რეპლიკა -”რა გეკონცერტებათ”…
ფონიჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
კლინიკა ,,მედ ჯორჯიაში,, სადაც დაჭრილი მოზარდი იყო გადაყვანილი, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.ადგილზე ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. პარალელურად მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა. ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა დაკავებული შემთხვევაში მონაწილე რომელიმე პირი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გარდაცვლილი მოზარდისა და პოლიციის მიერ ალყაშემორტყმული საავადმყოფოს ფოტოები.
ერთ-ერთი ბლოგერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დროულ გავრცელებას ხელი განგებ შეუშალეს, რომ ,,ქართულ ოცნებას,, საარჩევნო კონცერტი არ შეეწყვიტა.

“კონცერტის მიმდინარების დროს ბექა ოდიშარიას აქტივისტმა გულში დაჭრა 15 წლის ბიჭი რეპლიკის გამო – ოდიშარიამ კი კონცერტი გააგრძელა თითქოს არაფერი მომხდარიყო. პოლიციის და სუსის სპეციაულურმა ჯგუფმა საავადმყოფო ჩაკეტეს და ეს ფაქტი იქამდე დამალეს სანამ კონცერტი არ დასრულდა”-წერენ  სოციალურ ქსელში. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში ბექა ოდიშარია.

”ეს ინციდენტი ზემო ფონიჭალაში მოხდა. ჩვენი კონცერტი კი ქვემო ფონიჭალაში გაიმართა. მოგეხსენებათ, ფონიჭალა არ არის პატარა. მოვიკითხე, ხომ არ ეხებოდა ეს რამენაირად ჩვენს ღონისძიებას და ვერც ერთი ადამიანი ვერ აღმოვაჩინეთ, ვინც მას იცნობდა. თუ რაიმე მოხდა, ვწუხვარ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ღონისძიებასთან-აცხადებს ბექა ოდიშარია. სოციალურ ქსელში კი  გავრცელდა კადრები შემთხვევის ადგილიდან. 

ვიდეო/

https://youtu.be/Xcw7pWOWzZA

 

 

banner
წინა სტატიაშიისრაელში ტელევიზია, რომელიც “რუსთავი 2”-ს მაუწყებლობდა, ახლა “იმედს” რეტრანსლირებს
შემდეგი სტატია(video) მოხდა თუ არა მკვლელობა “ოცნების” კონცერტზე-კადრები შემთხვევის ადგილიდან