“ქართული ოცნების” ოფისთან სტკერების გაკვრისთვის, აქტივისტებს 29 აპრილს გაასამართლებენ

“ქართული ოცნების” ოფისთან სტიკერების გაკვრის გამო, მოძრაობა “საქართველოსთვის” და “შეცვალეს” წევრებს სასამართლო 29 აპრილს გაასამართლებს.

სასამართლომ დღეს, დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის გადადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და ექვსი დაკავებული გაათავისუფლა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათი დაკავება უკანონო იყო და ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

ცნობისთვის, აქტივისტები, “ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილზე სტიკერების გაკვრა დაიწყეს. პოლიციამ 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. აქციის პარალელურად “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიბესელია: ივანიშვილმა პირდაპირ მთხოვა, რომ ჩემი მოქმედებები დამოუკიდებელი არ ყოფილიყო
შემდეგი სტატიასაიდუმლო აგენტის ახალი ფარული ჩანაწერები (ვიდეო)