ბესელია: ივანიშვილმა პირდაპირ მთხოვა, რომ ჩემი მოქმედებები დამოუკიდებელი არ ყოფილიყო

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის “ქართული ოცნებიდან” წამოვიდა, ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი მოქმედებები დამოუკიდებელი არ ყოფილიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.

„ამას პირველად ვამბობ. დამიკავშირდა პირდაპირი თხოვნით, რომ ჩემი მოქმედებები არ ყოფილიყო დამოუკიდებელი. მას ჰქონდა ამის მცდელობა. მე ჩავჭერი ყველა ეს ბმა და ვთქვი, რომ იმიტომ წამოვედი, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ყველა გადაწყვეტილება მიმეღო. პირადად ჰქონდა კომუნიკაცია. შუამავლები არასდროს მჭირდებოდა ივანიშვილთან და არასდროს შუამავლებით არ ველაპარაკებოდი მას. პირადად ველაპარაკებოდი და გაწყვიტე ყველა ეს ჯაჭვი, იმიტომ რომ ძალიან ღიად ვუთხარი – რომ არ მინდოდა გადაწყვეტილების გავლენის ქვეშ მიღება, იმიტომ წამოვედი“, – ამბობს ბესელია.

ბესელია გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება. გამორიცხავს, რომ ექსპრემიერმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და განიხილავს ორ ვერსიას – ბიძინა ივანიშვილთან ან რუსეთთან კავშირებს.
ეკა ბესელია ფიქრობს იმასაც, რომ “თუ მისი გადაწყვეტილება არ არის კავშირში ივანიშვილთან, არ გამოვრიხავ, რომ ივანიშვილმა სცადოს მასთან ბმა. ეს მას შეუძლია და ამის მცდელობა მას ექნება”.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: ახალი არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ უნდა შევიდეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისთან სტკერების გაკვრისთვის, აქტივისტებს 29 აპრილს გაასამართლებენ