,,ოცნების” და საპარლამენტო უმცირესობის შეთანხმება – რეზოლუცია

საპარლამენტო უმრაველოსობაში არ გამორიცხავენ რომ ოკუპირებულ სამხრეთ-ოსეთში ტატუნაშვილის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით უმრავლესობამ სპეციალური რეზოლუციის მიღებისას საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნებიც გაიმეოროს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში წარგენილი ორივე რეზოლუციის სულისკვეთება იდენტურია.
“საქართველოს პარლამენტში ორი სხვადასხვა პროექტია ინიცირებული, ერთი უმრავლესობის, მეორე კი ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია უმრავლესობის რეზოლუციაში აისახოს ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები. ჯერჯერობით რაიმეს თქმა გამიჭირდება. მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება არის საერთო. ორივე რეზოლუცია ოკუპაციის წინააღმდეგაა მიმართული და ორივე ეხმიანება მკვლელობების შემზარავ ფაქტებს, როგორიცაა ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უმრაველოსობისა და უმცირესობის პროექტებს შორის ერთი სხვაობაა – ,,ევროპული საქართველოს” დადგენილებაში ,,ოთხოზორია-ტატუშვილის სიის” შექმნის ჩაწერას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ რომ თუ ორი რეზოლუციის გაერთიანება მოხდება ,,ევროპული საქართვლო” მზად არის კონსულტაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა 100%-ს იანვარში უარი ეთქვა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი „კიკეთის სკოლის“ მოსწავლეების ღია წერილს ეხმიანება