“ოცნებამ” განაცხადა ფაქტობრივად, რომ ისინი უარს ამბობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარების გზაზე”

დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელი ბრიფინგით ფაქტობრივად თქვა, რომ პირდაპირ რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა ფაქტობრივად, რომ ისინი უარს ამბობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარების გზაზე და პირდაპირ ასრულებენ რუსეთის დაკვეთას. მინდა, ყველას კარგად ესმოდეს, რომ დღევანდელი პრესკონფერენცია სიტყვასიტყვით და მთელი პოლიტიკური ქორეოგრაფია დაგეგმილია რუსეთთან შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას და მისცა “ქართულ ოცნებას” საბაბი, რომ ხელი გაიშვიროს “ნაციონალური მოძრაობისკენ”, ცხადია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან
შემდეგი სტატიასაია შეთანხმების ანულირებაზე: ეს არის ნაბიჯი უკან