ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას – დეკანოიძე

ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების – კვარაცხელიას, მამარდაშვილის, ზივზივაძის და ყველა ჩვენი საამაყო სპორტსმენის გამოხმაურებების შემდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ასევე სავალალოა, როდესაც შენი ფეხბურთის ნაკრების და ჩვენი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი. მინდა ერთ რამ გითხრათ – ეს არის ომი სიმტკიცეზე. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიდემნა გვასალიას პოსტი ინსტაგრამზე
შემდეგი სტატიაოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გააუქმა და საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა