“ოცნება” ჩალიჩობს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს – სამუშია აუდიოჩანაწერებზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე “ქართული ოცნება” ცდილობს, ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს და გამოძიებას თუ დაიწყებენ, ამ მიზეზით შეწყვიტონ.

“ქართული ოცნება ჩალიჩობს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს ეს ყველაფერი, ვინაიდან 10-წლიანი ვადა აქვს მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში ხანდაზმულობის. აქედან გამომდინარე, მათი მიზანია, რომ გარკვეულწილად, ეს ხანდაზმულობის ვადაში გადააგდონ. შემდეგ პროკურატურას ათქმევინონ, რომ იცით რა, ეს ხანდაზმულია და ამის შემდეგ შეწყვიტონ გამოძიება. თუ გამოძიებას დაიწყებენ”, – თქვა ლევან სამუშიამ.

პარტიამ პროკურატურას დღეს, 8 მარტს განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. მათივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ თანამდებობები უნდა დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე: ,,ბატონო ბიძინა, არა ვაქცინა, არა ეკონომიკა, ოკუპაცია გრძელდება, იზრდება პოლიტიკური კრიზისი და ამ დროს შენს შვილს უსმენენ”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება