ობიექტები, რომელში დასაქმებულთა უმრავლესობა აცრილი იქნება “მწვანე სერთიფიკატს” მიიღებენ

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს “მწვანე სერთიფიკატზე”, რომელიც ისეთ ობიექტებს მიენიჭებათ, რომელთა თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. მისი თქმით, ზუსტდება პროცენტები, რამდენი თანამშრომლის აცრაზეა საუბარი.

“სამინისტროში გვქონდა შეხვედრა, დავიწყეთ აქტიური მუშაობა უკვე, ეს არის მწვანე სერთიფიკატები, რომელიც მიენიჭება იმ ობიექტს, რომელთა დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. ეს პროცენტობა დაზუსტდება, დაახლოებით, 80%-ზეა დღეის მდგომარეობით საუბარი და მივანიჭებთ მწვანე სერთიფიკატს ისეთ ობიექტებს, რომლებსაც ეყოლებათ სტაფი ვაქცინირებული”, – თქვა ბექა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 5 თვემდე შემცირდეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – „ომიკრონის“ დადგენის საშუალება დღეს გვაქვს