ობამამ სამომავლო გეგმებზე სახუმარო ვიდეო-რგოლი გადაიღო

obamaაშშ-ს პრეზდიენტმა ბარაკ ობამამ გამოუშვა ვიდეო-რგოლი, სადაც ხუმრობით ყვება იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ვიდეო “იუთუბზე” თეთრი სახლის ოფიციალურ არხზე დევს.
თავდაპირველად, ობამა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვს რჩევას, რომლის შემდეგაც წარუმატებლად ცდილობს NBA-ს კლუბ “ვაშინგტონ ვიზარდს”-ში მწვრთენლად მუშაობის დაწყებას. შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, ის პასუხობს: “ჩემი ქალიშვილის გუნდი ვავარჯიშე რამდენჯერმე”. ის ასევე ცდილობს აიღოს მართვის მოწმობა, მაგრამ მისი მეორე სახელი – ჰუსეინი – ჩინოვნიკში ეჭვს ბადებს, დაბადების მოწმობა კი, რომელიც ჰავაიშია გაცემული, ჩინოვნიკს საბოლოოდ არწმუნებს, რომ ბარაკ ობამა თაღლითია.

ობამა რეკლამაშიც ცდის ბედს დ ა iPhone -ში ამბობს ფრაზას «Obamacare (დაზღვევის სამედიცინო რეფორმა, რომელიც პრეზიდენტმა ჩაატარა-რედ) – მშვენიერი ხუმრობა, და ის ნამდვილად მოქმედებს!” თუმცაღა, ტელეფონში დაყენებული ფილტრი ობამას სახეს მონსტრად გადააქცევს.

საბოლოოდ, პრეზიდენტი რჩევას წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონ ბეირენს სთხოვს, რომელიც მას ურჩევს ყველაფერს მარტივად შეხედოს. ბოლო-ბოლო პრეზიდენტი სულიერ სიმშვიდეს იძენს და რგოლი ახალი ამბების მონაკვეთით სრულდება: დიქტორი ამბობს, რომ ობამა “გოლფის 347-ე რაუნდს თამაშობს და ეს არავის აინტერესებს”.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ტარდება. ობამა პოსტს 2017 წლის იანვარში დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიჯგუფი Radiohead-ი ინტერნეტიდან გაქრა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ ახალი განკარგულება უახლოეს ხანში უნდა გამოსცეს