საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ ახალი განკარგულება უახლოეს ხანში უნდა გამოსცეს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაისში უნდა გამოსცეს განკარგულების აქტი, რომელზეც პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება.

პირველი ასეთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპარლმენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი განისაზღვრა, პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში გამოსცა და წინასაარჩევნო კამმპანიის დასაწყისად 8 აგვისტო დაასახელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის განკარგულებას ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაუგზავნა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს სამი თვე “შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და განმარტა, რომ არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი ძალაში რჩება.

სწორედ ამის შემდეგ განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ახალი განკრგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემდა.

„დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც მე დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და შეიძლება, არჩევნები უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 14 აპრილს.

banner
წინა სტატიაშიობამამ სამომავლო გეგმებზე სახუმარო ვიდეო-რგოლი გადაიღო
შემდეგი სტატიადღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს