ობამამ მოსკოვს მოუწოდა ატომური იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს

ატომური უსაფრთხოების სამიტის წინ, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართება, აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთს მოუწოდა ყველა პირობა შეასრულოს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების შესახებ – ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში დაწერა.
ტექსტში, რომელსაც ქვია „როგორ შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ ჩვენი წარმოდგენა მსოფლიო ატომური იარაღის გარეშე“, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თემაზე არსებული ხელშეკრულებები ირღვევა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ვაშინგტონი განაგრძობს მოსკოვს მოუწოდოს სრულიად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
კერძოდ, ობამამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ატომური არსენალის შემცირება და აშშ-ს და რუსეთის მოლაპარაკებების გამართვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, მისი თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს სტრატეგიული თავდასხმის იარაღების შემცირების კუთხით, რომელიც 2018 წლისათვის 1950 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
სამიტი ატომური უსაფრთხოების შესახებ დღეს და ხვალ გაიმართება ვაშინგტონში.

banner
წინა სტატიაშიგატაცებული EgyptAir-ის სტიუარდესამ გამტაცებელს „სულისშემძვრელი“ უწოდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა