გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

washington1საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მიმართა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების 25 წლისთავს. ეს იყო რეფრენდუმი, რომელმაც განსაზღვრა, რომ 3 000 წლიანი ისტორიის ერი მზად იყო, საკუთარი სახელმწიფოებრიობა ხელახლა აეშენებინა და კიდევ ერთხელ გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის წევრი.ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხელი შეუწყო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომლის დაბადების დღეც ასევე, დღესაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის სწორედ ამ არჩევანმა ქვეყნის დამოუკიდებლობა განსაზღვრა, რომელიც უნდა გაიზარდოს და თავისუფლებაში გადაიზარდოს.

„ნიშანდობლივია, რომ დღეს მე აქ ვდგავარ და ვსაუბრობ ამ საკითხებზე, რადგან ეს უნივერსიტეტი იმ ადამიანის სახელს ატარებს, რომელიც ამერიკელი ერის დამფუძნებელი მამაა. პიროვნების, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიუძღვნა იმ ერის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისა და პიროვნების თავისუფლების პრინციპებზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრა სტუდენტებთან და ექსპერტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიობამამ მოსკოვს მოუწოდა ატომური იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს
შემდეგი სტატიაცსკ-მ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დაამტკიცა