ობამა პუტინს, სავარაუდოდ, G20-ის სამიტზე შეხვდება

3თეთრი სახლი არ გამორიცხავს იმას, რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს “დიდი ოცეულის” სამიტზე შეხვდებიან -ინფორმაციას ობამას ადმინისტრაცია ავრცელებს.
ობამას მრჩეველმა შიდა საქმეებში, ბენ როდსმა განაცხადა, რომ ფორმალური ორმხრივი შეხვედრა არ არის დაგეგმილი, თუმცა, “ყველა მსგავს სამიტზე, სადაც ორივენი ესწრებიან, ჩვენ, როგორც წესი, ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდეს ერთმანეთს და სირიასა და უკრაინაზე ისაუბრონ” – განაცხადა როდსმა.
“არ ვიცი, ექნებათ თუ არა მათ ფორმალური შეხვედრა, მაგრამ ველოდები, რომ G20-ს ფარგლებში ისინი დაილაპარაკებენ” – განაცხადა მრჩეველმა.
დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების სამიტი ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში 4 და 5 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუზბეკეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს–მ რუსთავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა