შსს–მ რუსთავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს–ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული კ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ თ.კ.–ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, რუსთავში დააკავეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიობამა პუტინს, სავარაუდოდ, G20-ის სამიტზე შეხვდება
შემდეგი სტატიასკანდალი – პრემიერს საფრთხეებზე ინფორმაცია მივაწოდე და რეაგირება არ მოუხდენია – გუბაზ სანიკიძე