ობამა ამერიკელებს არჩევნების შედეგების მიუხედავად მზის ამოსვლას დაპირდა

მზე, არჩევნების შედეგების მიუხედავად ამოვა და აშშ ისევ დიდი სახელმწიფო დარჩება – ამის შესახებ თეთრი სახლის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“იმის მიუხედავად, რა მოხდება დღეს, მზე დილაობით ამოვა, ამერიკა კი მაინც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება” – თქვა ობამამ და ამერიკელებს მოუწოდა შეწყვიტონ ერთმანეთის აღქმა დემოკრატებად და რესპუბლიკელებად და ეროვნული ერთიანობა გააძლიერონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების ამჟამინდელი დათვლით, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი 95%-ით გაიმარჯვებს – ასეთის “ნიუ იორკ თაიმსის” ვარაუდი. ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი – 215.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ჩვენ რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ამერიკელი ხალხის არჩევანს
შემდეგი სტატიატრამპს გასამარჯვებლად ამომრჩეველთა კოლეგიის 6 ხმა სჭირდება მხოლოდ